ინგლისის ნაკრების კაპიტანი ჰარი კეინი ჟურნალ Match of the day-ს სპეციალური ნომრის მოწვეული რედაქტორი გახდა. მასში მან რჩევები მისცა მომავალ მოთამაშეებს, გაუზიარა თავისი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მოედანზე და მის გარეთ. ასევე გააზიარა თავისი მოსაზრებები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ.
„ვფიქრობ, ჩვენი ნაკრები საუკეთესოა, რაც კი ოდესმე ყოფილა - თუ მოთამაშეებს და გუნდის სიღრმეს დააკვირდებით, ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტად ჩავითვლებით.
ბავშვობიდან ყოველთვის ვოცნებობდი ინგლისის ნაკრებში თამაშსა და კაპიტნობაზე. ის ფაქტი, რომ წინა ტურნირების მოგებასთან ასე ახლოს ვიყავით, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს და მაიძულებს, კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიდე.
ჩემი ოცნებაა მსოფლიო ჩემპიონატის მოგება. როგორც თავდამსხმელი, იმედი მაქვს, გუნდს რაც შეიძლება მეტი გოლის გატანით დავეხმარები“, - ციტირებს კეინის სიტყვებს The Sun.







