„მანჩესტერ სიტი“ მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, ენრიკე რიკელმეს წინააღმდეგ, ნორვეგიელი თავდამსხმელის, ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერის დაპირების გამო სასამართლოში სარჩელის შეტანას განიხილავს.
„ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. შანსი არ არსებობს. ამის განხორციელების არანაირი სახელშეკრულებო პირობა არ არსებობს. ჩვენ მოთამაშის იმიჯის განზრახ გამოყენებისთვის სასამართლოში სარჩელის შეტანას განვიხილავთ“, - ციტირებს ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში „მანჩესტერ სიტის“ პრესსამსახურის განცხადებას.
რიკელმემ ესპანურ გადაცემა El Hormiguero-ში ჰოლანდის ტრანსფერის გეგმებზე ისაუბრა. გადაცემის მსვლელობისას მან ერლინგის სახელით მაისური და მისი საარჩევნო დაპირებების ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი წარმოადგინა.





