საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ფილიპ დიალომ, ორგანიზაციის ფინანსური სირთულეები დაადასტურა. ბიუჯეტის დანაკარგების შემცირებისთვის, ეროვნულმა გუნდმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მინიმუმ მეოთხედფინალამდე უნდა მიაღწიოს.
„ტურნირზე ძალიან შორს უნდა წავიდეთ, რომ ზარალი არ ვნახოთ. არ ვსაუბრობ ფულის გამომუშავებაზე, არამედ მხოლოდ იმაზე, რომ არაფერი დავკარგოთ“, - ციტირებს L'Équipe დიალოს სიტყვებს.
ფედერაციის პრეზიდენტი ამჟამად ფეხბურთელთა ბონუსების საკითხსაც განიხილავს, რომელზეც შეთანხმებას 10 ივნისამდე მიაღწევს. საფრანგეთის ეროვნული ნაკრების პირველი მატჩი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 16 ივნისს სენეგალის წინააღმდეგ გაიმართება.







