ნორვეგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა ისაუბრა ეროვნული ნაკრების 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის მნიშვნელობაზე.
„ეს ძალიან ბევრს ნიშნავს მთელი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით კი ჩვეულებრივი გულშემატკივრისთვის. ამას დიდი ხანია ველოდი და ვფიქრობ, ყველასთვის რთული იყო წინა მსოფლიო ჩემპიონატებისას შინ დარჩენა, დაწყებული 1998 წლიდან, როდესაც ვთამაშობდი.
მინუს ოთხ გრადუს ცელსიუსში, ორმოცდაათი ათასი გულშემატკივარი გამოვიდა ჩვენს დასახვედრად მუნდიალზე კვალიფიკაციის შემდეგ და ეს თავისთავად ყველაფერზე მეტყველებს. ისინი ამ მომენტს ამდენი ხანი ელოდნენ და ახლა ის საბოლოოდ დადგა. შვებას ვგრძნობ, რადგან ამ სამსახურში დიდი ზეწოლის ქვეშ ცხოვრობ. რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც იტალია 3:0 დავამარცხეთ, ყველამ თქვა: „ახლა საბოლოოდ შევძლებთ ამას“, მაგრამ იცით, ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ჯერ კიდევ დიდ შვებას ვგრძნობ, არა მხოლოდ მოთამაშეების, არამედ ექიმების, ფიზიოთერაპევტების გამოც, რადგან ისინი ალბათ აქ ჩემზე დიდხანს იყვნენ და მონაწილეობდნენ უფრო მეტ საკვალიფიკაციო ტურნირში, რომლებმაც წარმატებით არ ჩაიარა“, - ციტირებს სოლბაკენის სიტყვებს ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდი.







