ლევერკუზენის „ბაიერმა“ ესპანელი მწვრთნელის, კარლეს მარტინესის, მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ ოფიციალურ ვებს-გვერდზე განაცხადა.
42 წლის ესპანელი „ტულუზას“ საფრანგეთის ლიგა 1-ში გასული სეზონის ბოლომდე ხელმძღვანელობდა, სადაც სამხრეთ ფრანგული კლუბი მეცხრე ადგილზე გაიყვანა. ის „ბაიერში“ მუშაობას 2026 წლის 1 ივლისს დაიწყებს და კონტრაქტს 2028 წლის 30 ივნისამდე გააფორმებს.
„მარტინესის „ტულუზასთან“ კონტრაქტი ამ თვის ბოლოს იწურება, ის კასპერ იულმანს შეცვლის, რომელიც კლუბს ერთი სეზონის შემდეგ ტოვებს“, - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.





