საფრანგეთის მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ეროვნული ნაკრების 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობაზე ისაუბრა.
„ინდივიდუალური ნიჭის თვალსაზრისით, ბევრი ძლიერი მოთამაშე გვყავს და უამრავი ტაქტიკური ვარიანტი მაქვს. ერთადერთი მცირე სისუსტე, რომელზეც შემიძლია მივუთითო 2026 წელს და ეს უბრალოდ ფაქტია, არის ის, რომ მათ, ვინც 2018 წელს გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები, უკვე ჰქონდათ 2014 და 2016 წლებში თამაშის გამოცდილება, ამჯერად კი ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე მყავს, რომლებსაც დიდ შეჯიბრებებში შეზღუდული გამოცდილება აქვთ.
როდესაც ამ ფორმას იცვამენ, ფეხბურთელები იძულებულნი არიან, პასუხისმგებლობა აიღონ თავიანთ ქმედებებზე და კარგად ითამაშონ. პირველივე დღიდან, 14 წლის წინათ, ვუთხარი მათ: „როდესაც საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებს უერთდებით, აქ წრაღაცის წასაღებად არ მოდიხართ. აქ იმისთვის მოდიხართ, რომ გასცეთ“, - ციტირებს დეშამის სიტყვებს ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდი.







