იტალიურმა „ნაპოლიმ“ ანტონიო კონტეს მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ოფიციალურ ვებ-გვეერდზე განაცხადა.
„ნაპოლის“ საფეხბურთო კლუბი აცხადებს, რომ ანტონიო კონტესთან და მის სამწვრთნელო შტაბთან შეთანხმებას მიაღწია კონტრაქტების ვადის ამოწურვამდე დაშორების შესახებ. მისი ხელმძღვანელობით ორ სეზონში ნაპოლიმ მეოთხედ მოიგო ლიგის ტიტული 2025 წლის 23 მაისს, ხოლო იტალიის სუპერთასი 22 დეკემბერს დაეუფლა.
გვსურს მადლობა გადავუხადოთ მწვრთნელს და მის გუნდს შესანიშნავი სამუშაოსთვის. ვუსურვებთ მათ ყოველივე საუკეთესოს მომავალში და წარმატებებს მომავალ კარიერაში. გმადლობთ, მწვრთნელო!“ - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.
„ნაპოლიმ“ 2025/2026 წლების იტალიის სერია A-ს სეზონში მეორე ადგილი დაიკავა.





