ფეხბურთი

18:03 | 4.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "მზად უნდა ვიყოთ გამოწვევებისთვის, რომელიც ერთა ლიგაზე გველოდება"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ბაჰრეინთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა:

„ეს მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია მოსამზადებლად იმ შეხვედრებისთვის, რომებიც მართლა მოსაგებია შემოდგომაზე. მნიშვნელოვანი იქნება, რომ კარგად ვითამაშოთ და მოვიგოთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მზად უნდა ვიყოთ გამოწვევებისთვის, რომელიც ერთა ლიგაზე გველოდება. ჯგუფი ადვილი არ არის, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ, საწყისი ოთხი მატჩი ბევრ რამეს გადაწყვეტს.

გიზომ „შტურმში“ თითქმის ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა, მისი იმედი აქვთ გუნდში, სჯერათ და დარწმუნებული ვარ, მომდევნო სეზონი მისთვის უკეთესი იქნება“, - თქვა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბაჰრეინის მატჩი 5 ივნისს, 20:00 საათზე, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168664