„ლაიფციგის“ და კოტ დივუარის ნაკრების ფეხბურთელმა იან დიომანდემ არ დამალა, რომ მისი ოცნება პსჟ-ში თამაშია.
პარიზული გუნდი აფრიკელი ტალანტით დაინტერესებულია და როგორც ჩანს, ფეხბურთელსაც სურს, რომ „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდეს, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ ინტერესს სხვა კლუბებიც იჩენენ.
„პარი სენ-ჟერმენი“ ბავშვობიდან მიყვარს. მამაჩემი „პარი სენ-ჟერმენს“ გულშემატკივრობს და ეს არის გუნდი, რომლითაც, როგორც ფეხბურთის გულშემატკივარი, აღფრთოვანებული ვარ.
ჩემთვის სიამოვნება იქნებოდა ერთ-ერთ უდიდეს კლუბში გადასვლა და თამაში. ფრანგული ენის გათვალისწინებით, ვფიქრობ, ადაპტაცია რთული არ იქნება, რატომაც არა?
თუმცა, ახლა, როგორც ვთქვი, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვარ კონცენტრირებული. ამის შემდეგ კლუბები ერთმანეთში მოაგვარებენ და ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ“, - აღნიშნა დიომანდემ.
შეგახსენებთ, რომ იან დიომანდეს დამატება „ლივერპულსაც“ სურს, „ლაიფციგი“ კი მას 100 მილიონ ევროზე მეტად აფასებს. გასულ სეზონში კოტდივუარელმა ფეხბურთელმა გერმანული გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე 36 მატჩში 13 გოლი გაიტანა.





