საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიზო მამაგეიშვილმა ბაჰრეინის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა:
„ძალიან სასიამოვნოა, რომ გვაქვს საშუალება სექტემბრამდე მოვემზადოთ. ეს ამხანაგური მატჩი დაგვეხმარება კიდევ უფრო შეთამაშებაში, იმ დეტალების დახვეწაში, რაც გვინდა, რომ ვაჩვენოთ. რუმინეთი ძალიან ძლიერი ნაკრებია, სანახაობრივი მატჩი ვითამაშეთ, მეორე ტაიმი კიდევ უფრო უკეთესი იყო. ახლა ბაჰრეინისთვის ვემზადებით და ვფიქრობ, სექტემბრისთვის მომზადებულები ვიქნებით“, - თქვა მამაგეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ბაჰრეინის მატჩი 5 ივნისს, 20:00 საათზე, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება.





