ფეხბურთი

22:49 | 4.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ლივერპულის" მწვრთნელად ანდონი ირაოლა დაინიშნა

„ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელად ანდონი ირაოლა დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ესპანელმა სპეციალისტმა კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ კომენტარიც გააკეთა: „ძალიან აღფრთოვანებული ვარ, რადგან „ლივერპული“ დიდი კლუბია, უზარმაზარი კლუბი, ერთ-ერთი უდიდესი მსოფლიოში. ატმოსფერო, გულშემატკივრები, კლუბი, ფეხბურთელები, ჩემთვის შანსია, რომ უმაღლესი დონის მოთამაშეები გავწვრთნა და ვიბრძოლო ტიტულებისთვის. ვფიქრობ, ამაზე უფრო მიმზიდველი ვერაფერი იქნება“, - აღნიშნა ირაოლამ, რომელმაც არნე სლოტი შეცვალა.

ანდონი ირაოლას „აეკ ლარნაკაში“, „მირანდესსა“ და „რაიო ვალეკანოში“ უმუშავია, ხოლო ბოლო წლებში წარმატებით ავარჯიშებდა „ბორნმუთს“, რომელიც წელს ევროპა ლიგაზეც კი გაიყვანა.

ასე რომ, თუ გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულს“ არ დატოვებს, მუშაობა ესპანელ მწვრთნელთან მოუწევს, რომელიც მას სხვათა შორის, შარშან „ბორნმუთში“ ეპატიჟებოდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092884