კალათბურთი

23:20 | 4.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 18 ქულამ "ბარსელონა" მარცხისგან ვერ იხსნა

„ბარსელონამ“ ლიგა ენდესას მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩი „მურსიასთან“ საკუთარ მოედანზე წააგო.

მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა და სტუმრებმა 90:87 გაიმარჯვეს.

თორნიკე შენგელია „ბარსელონაში“ საუკეთესო იყო - 25 წუთში 18 ქულა, 7 მოხსნა, 1 პასი მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 4 ორქულიანი და 12-დან 10 საჯარიმო ჩააგდო.

სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 1:1, ხოლო გადამწყვეტი მატჩი 6 ივნისს, მურსიაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093175