ფეხბურთი

0:57 | 5.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთის ნაკრებმა ერაყი ვერ დაამარცხა

ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ლა კორუნიაში ერაყს უმასპინძლა, რომელიც სენსაცურად ვერ დაამარცხდა.

უნდა ითქვას, რომ ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა სათადარიგო შემადგენლობით ითამაშა, მაგრამ ერაყთან ფრე მაინც ძალიან მოულოდნელი შედეგი იყო. „ფურია როხა“ ფერან ტორესის გოლით სწრაფად დაწინაურდა, მაგრამ 27-ე წუთზე მერჩას დოსკიმ წონასწორობა აღადგინა. დარჩენილ დროში არაფერი შეცვლილა ფრე 1:1.

ესპანეთის ნაკრები 9 ივნისს, პერუსთან ისპარინგებს, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე კაბო ვერდეს, საუდის არაბეთსა და ურუგვაის შეხვდება.

ერაყსაც აქვს კიდევ ერთი სპარინგი - ვენესუელასთან, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ნორვეგიას, საფრანგეთს და სენეგალს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.163254