ფეხბურთი

1:11 | 5.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის ნაკრები კოტ დივუართან დამარცხდა

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ამხანაგური მატჩი ჩაატარა და საკუთარ მოედანზე კოტ დივუარის ნაკრებთან მარცხი განიცადა.

დიდიე დეშამის გუნდი პირველი ტაიმის მიწურულს რაიან შერკის გოლით დაწინაურდა, მაგრამ მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა, რამაც შეიძლება ხელი იმანაც შეუწყო, რომ დეშამმა ბევრი შეცვლა გააკეთა.

53-ე წუთზე კოტ დივუარმა ანგარიში გელა დუეს გოლით გაათანაბრა, რომელიც დეზირე დუეს ძმაა. დეზირე მოგეხსენებათ, საფრანგეთის ნაკრებში თამაშობს... 84-ე წუთზე ამად დიალომ სტუმრები დააწინაურა და როგორც გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა.

საფრანგეთი მუნდიალამდე კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატზე სენეგალს, ერაყსა და ნორვეგიას გაეჯიბრება.

კოტ დივუარს მეტი სპარინგი აღარ აქვს, წინ მისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩებია ეკვადორის, გერმანიისა და კურასაოს წინააღმდეგ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086333