საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კომენტარი გააკეთა გუნდის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ კოტ-დ’ივუართან ამხანაგურ მატჩში (1:2) დამარცხებაზე.
„ეს მარცხია და, რა თქმა უნდა, არ არის სახალისო, მიუხედავად რამდენიმე კარგი მონაკვეთისა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. შესვენების შემდეგ სიტუაცია უფრო გართულდა. მრავალრიცხოვანმა შეცვლებმა არ უშველა და ჩვენ ისე კარგად ვერ ვითამაშეთ გუნდურად, როგორც დასაწყისში. 16 ივნისს, ჩვენ მსგავსი გამოცდილების მქონე მეტოქეს, სენეგალს შევხვდებით. ამიტომ გახლდათ ეს თამაში სასარგებლო.
როდესაც აფრიკული გუნდები საფრანგეთს ეთამაშებიან, ისინი ყოველთვის მოტივირებულები არიან და უფრო მეტი ინტენსივობით თამაშობენ. ჩვენც დავუშვით შეცდომები, მათ შორის, როდესაც მეორე გოლი გავუშვით.
ეს იყო გამოსაფხიზლებელი ზარი და ჩვენ მივიღეთ ის. არ ვაპირებ ზედმეტად დრამატიზებას და არც გამარჯვების გადაჭარბებულ შეფასებას. ეს მოსამზადებელი ეტაპია და სამწუხაროდ, შედეგის გამო ყველაფერი ნეგატიურად დასრულდა, - ციტირებს დეშამის სიტყვებს L'Équipe.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ამ ზაფხულს შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება, საფრანგეთი I ჯგუფში ითამაშებს, სადაც სენეგალს, ერაყსა და ნორვეგიას დაუპირისპირდება. კოტ-დ’ივუარი ტურნირს E ჯგუფში დაიწყებს, ეკვადორთან, გერმანიასთან და კურასაოსთან ერთად.







