ჩოგბურთი

11:17 | 5.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

2026 წლის „როლან გაროსის“ ქალთა ფინალისტების ვინაობა გაირკვა

პარიზის თიხის კორტებზე დასრულდა 2026 წლის საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ნახევარფინალები.

რუსმა მირა ანდრეევამ უკრაინელი მარტა კოსტიუკი 6:1, 6:3 დაამარცხა, ხოლო მსოფლიოს 114-ე ჩოგანმა, პოლონელმა მაია ხვალინსკამ ასევე რუს დიანა შნაიდერს სძლია 7:6 (7:4), 6:4.

მანამდე შნაიდერი იმით გამოირჩა, რომ მეოთხედფინალში მსოფლის პირველი ჩოგანი, ბელარუსი არინა საბალენკა გამოთიშა ტურნირიდან.ს ვინაობა

„ვერ ვიტყვი, რომ კმაყოფილი ვარ. არ მოვიტყუები, - თქვა ხვალინსკამ მატჩის შემდეგ. ძალიან რთულია ყოველდღიურად მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ თამაში, მაგრამ ეს დიდი სლემია, ამიტომ უბრალოდ ყველაფერი უნდა გაიღო და მეტიც. საერთოდ არ ვწუწუნებ“.

ამრიგად, შაბათს ფინალში ანდრეევა ხვალინსკას დაუპირისპირდება.

2026 წლის საფრანგეთის ღია პირველობა 24 მაისიდან 6 ივნისამდე იმართება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.088304