ფეხბურთი

11:48 | 5.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტი“ მზადაა, მადრიდის „რეალს“ ვალვერდეს სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაუხადოს

„მანჩესტერ სიტი“ მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველისა და კაპიტნის, ფედერიკო ვალვერდეს სანაცვლოდ შეთავაზებას ამზადებს. ამის შესახებ ინსაიდერმა ეკრემ კონურმა სოციალურ პლატფორმა X -ზე განაცხადა.

წყაროს ცნობით, 27 წლის ფეხბურთელი „სიტის“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახდა და ისინი ტრანსფერში დაახლოებით 90 მილიონი ევროს ინვესტირებას აპირებენ.

გასულ სეზონში ურუგვაელმა ყველა ტურნირზე 49 მატჩი ჩაატარა, ცხრა ბურთი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. კლუბთან მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.080726