ფეხბურთი

14:43 | 5.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

რუბენ დიაშმა უპასუხა კითხვას, სჯერა თუ არა პორტუგალიის ნაკრების წარმატების 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

„მანჩესტერ სიტისა“ და პორტუგალიის ნაკრების მცველმა რუბენ დიაშმა უპასუხა კითხვას, სჯერა თუ არა პორტუგალიის ნაკრების წარმატების 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ტურნირი 11 ივნისიდან 19 ივლისამდე შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და კანადაში გაიმართება.

„ვგრძნობ, რომ ეს მხოლოდ რწმენა არ არის, არამედ წარმატების სურვილი. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ფეხზე. ვიცით, რამდენად რთულია ეს და რამდენი შრომა მოგვიწევს. ეს რწმენა შეჯიბრთან ერთად უნდა გაიზარდოს, თავდაჯერებულობის გრძნობით ყოველი თამაშის, ყოველი ნაბიჯის, ყოველი სირთულის შემდეგ. ამიტომ, ჩვენ ამ საკითხში მოკრძალებულები ვართ, მაგრამ უფრო ამბიციურები, ვიდრე ოდესმე“, - ციტირებს ფიფას ოფიციალური ვებ-გვერდი დიასის სიტყვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093426