ფეხბურთი

15:20 | 5.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპეს საბაზრო ღირებულება 20 მილიონი ევროთი შემცირდა

ავტორიტეტულმა ონლაინ პორტალმა Transfermarkt-მა განაახლა ესპანეთის ლა ლიგაში მოთამაშეების საბაზრო ღირებულების ჩამონათვალი. მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელის, კილიან მბაპეს, ღირებულება ამჟამად 180 მილიონ ევროდ (ადრე 200 მილიონი ევრო) არის შეფასებული.

გასულ სეზონში 27 წლის თავდამსხმელმა თავისი კლუბის შემადგენლობაში 44 მატჩი ჩაატარა, 42 ბურთი გაიტანა და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. მბაპეს მოქმედი კონტრაქტი „რეალთან“ 2029 წლის ივნისის ბოლომდეა გათვლილი. მანამდე ის პსჟ-სა და „მონაკოში“ თამაშობდა.

„ლოს ბლანკოსმა“ 2025/2026 წლების სეზონი ლა ლიგის ცხრილში მეორე ადგილზე დაასრულა. ესპანეთის ჩემპიონი კი „ბარსელონა“ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091463