ფეხბურთი

16:25 | 5.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ენდრიუ რობერტსონი „ტოტენჰემ ჰოთსფურის“ ფეხბურთელია

„ტოტენჰემ ჰოთსფურის“ პრესსამსახურმა „ლივერპულის“ ყოფილი მცველის, ენდრიუ რობერტსონის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა. თუმცა 32 წლის შოტლანდიელთან შეთანხმების პირობები არ გაუმხელია.

რობერტსონი, რომელიც „ლვერპულს“ 2017 წელს „ჰალ სიტიდან“ შეუერთდა, „წითლებთან“ ერთად ორჯერ მოიგო პრემიერ ლიგის ტიტული, ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი და ორი ლიგის თასი, ასევე კლუბების მსოფლიო ჩემპიონატი, უეფასა და ქვეყნის სუპერთასები.

„ტოტენჰემმა“ გასული სეზონი ინგლისის პრემიერლიგაში მე-17 ადგილზე დაასრულა. „არსენალმა“ ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169673