საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ფარერების ნაკრებს უმასპინძლა და მარცხი განიცადა.
ირის ანტმანის გუნდი მე-15 წუთზე მაიკო ბებიას გოლით დაწინაურდა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა, მაგრამ ტაიმის მიწურულს სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს.
53-ე წუთზე ნინო ბუხრიკიძემ საქართველო მეორედ დააწინაურა. 15 წუთში ქართელებმა მესამე გოლიც გაიტანეს, მაგრამ VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გოლი გაუქმდა.
მატჩის მიწურულს სტუმრებმა ორჯერ გაიტანეს. ჯერ იონსენმა პენალტით გაათანაბრა, ხოლო შემდეგ მორმა გამარჯვების გოლი გაიტანა და საქართველოს ნაკრები უქულოდ დარჩა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში უქულოდ ბოლო ადგილზეა, ბოლო ტურში კი 9 ივნისს, საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს.
საქართველო - ფარერები 2:3 (1:1)
გოლები: 1:0 ბებია (15, პენ), 1:1 ზაკარიასარდოტირი (45), 2:1 ბუხრიკიძე (53), 2:2 იონსენი (87, პენ), 2:3 მორი (90)





