ფეხბურთი

20:56 | 5.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მარცხი ამერიკასთან

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ამხანაგურ მატჩში აშშ-ს 20-წლამდე ნაკრებთან დამარცხდა.

ბულგარეთში გამართული სპარინგის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ბრის ჯემისონმა გაიტანა - 1:0.

პირველ ტაიმში სვანაძის გუნდს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ალექსანდრე ნარიმანიძემ პენალტი არაზუსტად დაარტყა.

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მომდევნო მატჩს 9 ივნისს, მოლდოვასთან გამართავს. ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე თამაშობს, სადაც 7 ტურის შემდეგ 9 ქულით მეოთხე ადგილზეა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი დაკარგული აქვს.

აშშ - საქართველო 1:0 (0:0)

საქართველო: მაქაცარია, ნარიმანიძე, ამისულაშვილი, ტაბატაძე (რობაქიძე 81), ბუკია, წულუკიძე (ღურწკაია 12), ლორთქიფანიძე (პარკაძე 62), დადიანი (ქვარცხავა 81), ცეცხლაძე (ჩიქოვანი 62), ჯაფარიძე (ზოიძე 90), დეისაძე (კოხრეიძე 62)

გოლი: 1:0 ჯემისონი (80)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093838