„დინამო თბილისმა“ 29 წლის ფრანგი ფეხბურთელი მაქსიმ ტეიშეირა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
„გამარჯობა დინამო. ჩემი სახელია მაქსიმ ტეიშეირა. ბედნიერი ვარ, რომ „დინამო თბილისს“ შევუერთდი და მოუთმენლად ველოდები სტადიონზე თქვენთან შეხვედრას“, - თქვა მან.
ფრანგი ფეხბურთელი ბოლოს კვიპროსულ „იპსონასში“ გამოდიოდა, ხოლო მანამდე „ტურის“, „ავოინის“, „მეტალურგის“, „სოშოს“, „ამიენის“ და იმტ-ის ღირსებას იცავდა.





