ფეხბურთი

23:21 | 5.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილი: "ვამაყობ, რომ კაშიას შემდეგ საქართველოს ნაკრებში 4 ნომერი მე ვარ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ლუკა ლოჩოშვილმა ბაჰრეინის ნაკრებთან გოლისა და მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„ეროვნულ ნაკრებში თითოეული გოლი და გამარჯვება მნიშვნელოვანია. იმედია კიდევ გავიტან და ნაკრებს დავეხმარები. რთული თამაში გამოვიდა, რადგან მეტოქე უკნიდან გვეთამაშებოდა და მარტივი არ არის ასეთ დროს თამაში, მაგრამ მეორე ტაიმში დაღლა დაეტყოთ. ვფიქრობ, თამაშს ვაკონტროლებდით, დაცვაში შეცდომები დაგვიშვია და კარგად ვითამაშეთ.

ნაკრებს, სადაც დავჭირდები, იქ უნდა ვითამაშო, მაგრამ ჩემი პოზიცია ცენტრალური მცველია. ვფიქრობ, ეს ჩემი ოპტიმალური პოზიციაა და მაქსიმალურად გუნდის დახმარება ამ პოზიციაზე შემიძლია.

რაც შეეხება ოთხ ნომერს, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ოთხი ნომრის ტარება, რადგან ძალიან დიდი დატვირთვა აქვს, იმიტომ, რომ ჩვენს კაპიტანს, გურამ კაშიას ეცვა. რა თქმა უნდა, მისი სურვილი იყო, რომ ჩამეცვა და ამისთვის მას დიდი მადლობა. მხოლოდ პატივისცემა გურამის მიმართ. ის ნამდვილი ლეგენდა და მაგალითია ჩვენთვის. ძალიან ვამაყობ, რომ 4 ნომერი მაცვია. კაშია ქართული ფეხბურთისთვის დიდ საქმეს კიდევ გააკეთებს“, - თქვა ლოჩოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ლოჩოშვილმა საქართველოს ნაკრების მაისურით მეოთხე გოლი გაიტანა, რაც ცენტრალური მცველისთვის შესანიშნავი მაჩვენებელია.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ერთა ლიგის პირველი ტურის ეგიდით, 25 სექტემბერს, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან გამართავს. 28-ში უკრაინას უმასპინძლებს, 2 ოქტომბერს, უნგრეთს ესტუმრება, ხოლო 5 ოქტომბერს - ჩრდილოეთ ირლანდიას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.092755