ფეხბურთი

17:27 | 6.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

ირის ანტმანი: "ფეხბურთში თუ შენს შანსებს ვერ იყენებ, მეტოქე სარგებლობს"

საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირის ანტმანმა ფარერების ნაკრებთან მარცხის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"გოლის გატანის ბევრი შესაძლებლობა გვქონდა, გავიტანეთ კიდეც, მაგრამ სამწუხაროდ, მეორე ტაიმში რამდენიმე შეცდომა დავუშვით. შესაძლებლობები გვქონდა, ანგარიში კიდევ უფრო გაგვეზარდა, მაგრამ ფეხბურთში ასეა - თუ შენს შანსებს ვერ იყენებ, მეტოქე სარგებლობს ამით. სწორედ ეს მოხდა დღესაც. ბოლოს ყველაფერი შეტევაში ჩავდეთ, რადგან ამ მატჩის მოგება გვინდოდა, და ამის ფონზე მესამე გოლიც გავუშვით. ვფიქრობ, ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონზე მოვიდნენ და მთელი მატჩის განმავლობაში მხარს გვიჭერდნენ", - თქვა ანტმანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში უქულოდ ბოლო ადგილზეა, ბოლო ტურში კი 9 ივნისს, საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086727