საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბაჰრეინის ნაკრებთან გოლისა და მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა:
„პირველ რიგში ვიტყვი, რომ ჩემთვის სეზონი დამთავრებული არ იყო, რადგან ვფიქრობ, ეს ამხანაგური მატჩები ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ სექტემბერში მზად ვიყოთ. ვფიქრობ, ეს შეკრება ნაყოფიერად გამოვიყენეთ. როდესაც ვილიმ დამირეკა, ვუთხარი, რომ თუ საშუალება იქნებოდა, მინდოდა ნაკრებში თამაში. მითხრა, რომ გამოძახებული ხარო და შენ გადაწყვიტე, გინდა თუ არა, ახლა ნაკრებში ჩამოსვლაო... ჩემთვის ნაკრებში ჩამოსვლა ყოველთვის სასიხარულოა, როცა ამ ბიჭებთან ერთად ვთამაშობ, ძალიან სასიამოვნოა. ბევრი არც მიფიქრია, უკვე ვიცოდი, რომ ჩემთვის სეზონის ბოლო თამაში ბაჰრეინთან იქნებოდა“, - თქვა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ეროვნულ ნაკრებში 23-ე გოლი გაიტანა და გიორგი მიქაუტაძეს გაუთანაბრდა, ხოლო ყველა დროის ბომბარდირ შოთა არველაძეს ისინი მხოლოდ 3 გოლით ჩამორჩებიან.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ერთა ლიგის პირველი ტურის ეგიდით, 25 სექტემბერს, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან გამართავს. 28-ში უკრაინას უმასპინძლებს, 2 ოქტომბერს, უნგრეთს ესტუმრება, ხოლო 5 ოქტომბერს - ჩრდილოეთ ირლანდიას.





