სტამბოლის „ბეშიქთაშის“ მთავარ მწვრთნელად ვინჩენცო იტალიანო დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
იტალიელმა სპეციალისტმა თურქულ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ვინჩენცო იტალიანო ბოლო ორი სეზონი „ბოლონიაში“ მუშაობდა, რომელსაც იტალიის თასი მოაგებინა და ევროპა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა. მანამდე ის „ტრაპანის“, „სპეციას“ და „ფიორენტინას“ თავკაცობდა.







