ფეხბურთი

11:40 | 6.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

მეისონ გრინვუდი შესაძლოა თურქულ გუნდში გადავიდეს

„ფენერბაჰჩეს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰაკან საფიმ განაცხადა, რომ თუ ის კლუბის პრეზიდენტი გახდება, მეისონ გრინვუდს დაიმატებს.

„მეისონ გრინვუდთან შეთანხმებას მივაღწიეთ. თუ არჩევნებში გავიმარჯვებ, 2030 წლის ივნისამდე კონტრაქტს გავუფორმებთ“, - თქვა საფიმ, რომელიც ინგლისელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოიწერა.

საფის დიდი გეგმები აქვს - მას კლუბის მენეჯმენტში პაოლო მალდინის მიწვევაც სურს და ფანებს ხმაურიან ტრანსფერებსაც ჰპირდება. თავის მხრივ, გრინვუდის მიმართ ინტერესს იტალიური „რომაც“ იჩენს.

მეისონ გრინვუდი „მარსელში“ 2024 წლიდან თამაშობს და 81 მატჩში 48 გოლი აქვს გატანილი, ხოლო მანამდე „ხეტაფესა“ და „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094225