ფეხბურთი

0:16 | 6.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

გოგლიჩიძე: "როდესაც გუნდში კარგი გარემოა, შედეგზეც აისახება"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა გოგლიჩიძემ ბაჰრეინის ნაკრებთან მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„პირველი ტაიმის მერე კარგია, რომ პანიკას არ ავყევით. ამ დროს მშვიდად უნდა იყო და გოლს აუცილებლად გაიტან. როდესაც მეტოქე დაცვიდან გეთამაშება, რთულია, ყველა გუნდს უჭირს გოლის გატანა. მთავარია, მოვახერხეთ გატანა, უკეთესი იქნებოდა, პირველ ტაიმში გაგვეტანა, გაიხსნებოდა თამაში და უფრო მეტს გავიტანდით. თუმცა, მთავარია, მშვიდად ვითამაშეთ და გავიმარჯვეთ. კარგი ხასიათით ვხვდებით სექტემბრის თამაშებს და ეს იყო მნიშვნელოვანი. ამ შეკრებაზე განსაკუთრებით კარგი გარემო იყო და როცა გუნდში კარგი გარემოა, შედეგზეც აისახება და სექტემბერში აუცილებლად ძლიერები ვიქნებით“, - თქვა გოგლიჩიძემ.

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ერთა ლიგის პირველი ტურის ეგიდით, 25 სექტემბერს, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან გამართავს. 28-ში უკრაინას უმასპინძლებს, 2 ოქტომბერს, უნგრეთს ესტუმრება, ხოლო 5 ოქტომბერს - ჩრდილოეთ ირლანდიას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090042