საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა ხარებაშვილმა ბაჰრეინის ნაკრებთან მატჩის (2:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ძალიან მიხარია, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაშის შანსი მომეცა. რთული თამაში გამოვიდა, რადგან ბაჰრეინი კარგი ნაკრებია, გავაანალიზეთ მათი პლუსები და მინუსები. პირველ ტაიმში ვერ გავიტანეთ, მაგრამ მეორე ნახევარში გავიტანეთ და მოვიგეთ. ჩვენი მიზანიც ეს იყო, რომ მოგვეგო და სექტემბრის მატჩებისთვის ორმაგი მოტივაციით ვყოფილიყავით. ვილი სანიოლთან საუბარი მქონია, კარგი პიროვნებაა, კარგი მწვრთნელია ნამდვილად“, - თქვა ხარებაშვილმა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ერთა ლიგის პირველი ტურის ეგიდით, 25 სექტემბერს, ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებთან გამართავს. 28-ში უკრაინას უმასპინძლებს, 2 ოქტომბერს, უნგრეთს ესტუმრება, ხოლო 5 ოქტომბერს - ჩრდილოეთ ირლანდიას.





