გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ლენარტ კარლი დაშავდა და მსოფლიოს ჩემპიონატს გამოტოვებს.
18 წლის ფეხბურთელი „ბუნდესნაკრების“ ბოლო ვარჯიშზე დაშავდა. როგორც მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა თქვა, კარლის მდგომარეობა კარგი არ არის:
„კარგად არ გამოიყურება. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და სკანირებას ჩაუტარებენ. დიაგნოზს უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, შეძლებს თუ არა მას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშს, თუ შემცვლელის გამოძახება მოგვიწევს“, - ამბობს ნაგელსმანი.
სამედიცინო შემოწმებამ კი აჩვენა, რომ დაზიანება სერიოზულია, ყოველ შემთხვევაში, ლენარტი მუნდიალს გამოტოვებს. მის ნაცვლად მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაგელსმანი "ლაიფციგის" 20 წლის ფეხბურთელ ასან უადრაოგოს წაიყვანს, რომელსაც გერმანიის ნაკრებში ერთ მატჩში ერთი გოლი აქვს გატანილი.
შეგახსენებთ, რომ ლენარტ კარლის აქტივში გერმანიის ნაკრებში სამი მატჩი აქვს ჩატარებული.





