მსოფლიო ჩემპიონატის წინ გამართულ ამხანაგურ მატჩში ერაყთან 1:1 ფრის შემდეგ ესპანეთის ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში პირველი პოზიცია დაკარგა და მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა. მოქმედი ევროპის ჩემპიონები ლიდერობას მცირე უპირატესობით ფლობდნენ და ქულების დაკარგვის შემდეგ მათ საფრანგეთმა გადაასწრო.
ამჟამად FIFA-ს რეიტინგის ლიდერი საფრანგეთია, ხოლო ესპანეთი მეორე პოზიციაზეა.
FIFA-ს რეიტინგის ტოპ 10
1. საფრანგეთი – 1877.32
2. ესპანეთი – 1876.40
3. არგენტინა – 1874.81
4. ინგლისი – 1825.97
5. პორტუგალია – 1763.83
6. ბრაზილია – 1761.16
7. ნიდერლანდები – 1757.87
8. ბელგია -1734.71
9. გერმანია - 1730.37
10. ხორვატია - 1717.07
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე H-ჯგუფში კაპო-ვერდეს, საუდის არაბეთის და ურუგვაის ნაკრებებთან ერთად იმყოფება. პირველ მატჩს კი, ესპანეთი 15 ივნის გამართავს.







