ფეხბურთი

18:43 | 6.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

კილიან მბაპე: "2022 წლის ფინალისთვის არასდროს მიყურებია და არც მაქვს სურვილი ვნახო"

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ლიდერმა კილიან მბაპემ Sorare-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მან არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. მათ შორის მბაპემ კომენტარი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე გააკეთა, მისი თქმით ეს მატჩი განმეორებით არასდროს უნახავს და ამის სურვილი არც აქვს.

„მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში უკეთესი ფინალი არ ყოფილა. თუ გავითვალისწინებთ სანახაობას, სპექტაკლს და იმას, თუ როგორ განვითარდა მატჩი, ყველაფერი საბოლოოდ პენალტების სერიამდე მივიდა, ამიტომ ეს ყველასთვის ყველაზე მტკივნეული დასასრული იყო. ამ ყველაფერს ემატებოდა ის ფაქტი, რომ მოიგებდა თუ არა მსოფლიო ჩემპიონატს ლიონელ მესი, თუ ჩვენ ზედიზედ მეორედ გავხდებოდით ჩემპიონები.

ჩვენთვის ეს მწარე მოგონებაა, მაგრამ გულშემატკივრებისთვის შეიძლება საუკეთესო ფინალად ჩაითვალოს. ამ მატჩისთვის განმეორებით არასდროს მიყურებია, რადგან ვიცი, რომ ვუყურო ჩემში აუცილებლად გაიღვიძებს ბევრი ტკივილი. უბრალოდ უნდა ვაღიაროთ, რომ დავმარცხდით, თუმცა წინსვლა უნდა განვაგრძოთ და წარსულზე არ ვიფიქროთ", - განაცხადა მბაპემ.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც არგენტინა უკეთესი აღმოჩნდა და შედეგად ლიონელ მესიმ კარიერაში პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092948