"ლივერპულის" იტალიელმა ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ La Gazzetta dello Sport-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მან ტურინის "იუვენტუსის" დატოვებაზე გულახდილად ისაუბრა, მისი განცხადებით, კლუბის დატოვება მისი სურვილი არ ყოფილა.
„იუვენტუსი" ყოველთვის ჩემს გულში იქნება, ეს კლუბი ძალიან მიყვარს და ერთ დღეს დაბრუნებაც ძალიან მსურს. „იუვენტუსთან" ფულზე არასდროს მისაუბრია და არც არასდროს ვისაუბრებ. მათ ახალი კონტრაქტი არც კი შემოუთავაზებიათ. ამ კლუბის დატოვება ჩემი სურვილი არ ყოფილა, უბრალოდ ტიაგო მოტამ და ჯუნტოლიმ მითხრეს, რომ ახალი კლუბის ძიება უნდა დამეწყო", - განაცხადა კიეზამ.
შეგახსენებთ, რომ კიეზა "იუვეტნუსში" 2020-2024 წლებში თამაშობდა, სადაც მან კარიერის ყველაზე კარგი პერიოდი გაატარა. იტალიელი ფეხბურთელი სწორედ ტურნული გრანდიდან გადავიდა "ლივერპულში".





