პრეზიდენტობის კანდიდატმა, ენრიკე რიკელმემ, კიდევ ერთი ხმაურიანი დაპირება გააკეთა. მისი თქმით, თუ კლუბის არჩევნებში გამარჯვებას შეძლებს, მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კლოპის დანიშვნას შეეცდება.
„მწვრთნელი, რომელიც ჩვენი პროექტისთვის გვინდა, იურგენ კლოპია. თუ ორშაბათს არჩევნებში გავიმარჯვებთ, ჩვენი სპორტული დირექტორი რაული კლოპს დაუკავშირდება“, — განაცხადა რიკელმემ.
რიკელმე ბოლო პერიოდში ამბიციური გეგმებით გამოირჩევა. პრეზიდენტობის კანდიდატმა გულშემატკივრებს ასევე დაჰპირდა, რომ არჩევის შემთხვევაში ერლინგ ჰოლანდს ტრანსფერს განახორციელებს.
კლოპის შესაძლო დანიშვნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას თავად გერმანელი სპეციალისტის აგენტი, მარკ კოსიკე, გამოეხმაურა და ეს სცენარი გამორიცხა.
„ეს უკვე გამაღიზიანებელია. კლოპი კლუბურ ფეხბურთში დაბრუნებას არ გეგმავს და „რედ ბულში“ თავისი საქმიანობით ბედნიერია“, — განაცხადა კოსიკემ.
შეგახსენებთ, რომ „რეალ მადრიდის“ საპრეზიდენტო არჩევნები 7 ივნისს გაიმართება. ეს იქნება კლუბის პირველი კონკურენტული არჩევნები ბოლო 20 წლის განმავლობაში, სადაც მოქმედ პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს, ენრიკე რიკელმე დაუპირისპირდება.





