სხვა

12:50 | 6.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

გიგა ჭიკაძე ვინისიუს ოლივეირასთან ბრძოლას ჩაეხსნა

ქართველი მებრძოლის, გიგა ჭიკაძისა და ბრაზილიელი ვინისიუს ოლივეირას დაპირისპირება, რომელიც UFC Vegas 119-ის ფარგლებში, 21 ივნისს უნდა გამართულიყო, ოფიციალურად ჩაიშალა.

როგორც ცნობილი ხდება, ქართველი მებრძოლი ბრძოლას ჩაეხსნა, ბრაზილიური გამოცემები იუწყებიან, რომ ჭიკაძეს ტრავმა აქვს, თუმცა ოფიციალური ცნობები ამის შესახებ არ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მიუხედავად იმისა, რომ ქართველი ბრძოლას ჩაეხსნა, ოლივეირა თავის ბრძოლას მაინც ჩაატარებს, მისი მეტოქე კი ამერიკელი ვეტერანი ანდრე ფილი იქნება.

ცნობისთვის, გიგა ჭიკაძემ ბოლო ბრძოლა 2025 წლის დეკემბერში გამართა და სამწუხაროდ კევინ ვალეხოსთან მძიმე ნოკაუტით დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089878