ქართველი ლეგიონერები

14:36 | 6.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

მერკვილაძის 15 ქულა ფინალური სერიის პირველ მატჩში

ბელგიის საკალათბურთო პრო ლიგის ფინალური სერია „ოსტენდეს“ მარცხით დაიწყო. ალექს მერკვილაძის გუნდი სტუმრად „ანტვერპ ჯაიანთსს“ დაუპირისპირდა და 83:100 წააგო, რის გამოც ანტვერპენელები სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

ქართველმა ფორვარდმა მოედანზე 17:22 წუთი გაატარა. მართალია, მას დროის უდიდესი ნაწილი მაშინ დაეთმო, როცა შეხვედრის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ალექსმა შანსი ბრწყინვალედ გამოიყენა. 15 ქულით იგი საკუთარ გუნდში ყველაზე შედეგიანი გახდა. მერკვილაძემ 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო (საჯარიმო ხაზიდან მას არ უსვრია), რასაც 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაყოლა. აღსანიშნავია, რომ მისი პარკეტზე ყოფნისას „ოსტენდემ“ მეტოქესთან მხოლოდ 5 ქულა დათმო.

ფინალური სერიის მომდევნო შეხვედრას 6 ივნისს უკვე „ოსტენდე“ უმასპინძლებს. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპამდე მისასვლელად მერკვილაძის გუნდმა პლეი-ოფში ჯერ „ბრიუსელი“ დაამარცხა (2:0), შემდეგ კი „აალსტს“ აჯობა (3:1).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166635