ნორვეგიელი ფეხბურთელი ბიორნ იონსენი კარიერას ყაზახურ "ორდაბასიში" გააგრძელებს. ტრანსფერო ოფიციალურად დადასტურებულია.
34 წლის იონსენი ქართველი გულშემატკივრისთვის, განსაკუთრებით კი ქუთაისელებისთვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელია, ის "ტორპედოში" ორი სეზონის განმავლობაში თამაშობდა და ეროვნული ლიგის ბომბარდირიც გახდა. სხვათა შორის, გასულ სეზონში კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიელმა „ორდაბასის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ქუთაისელებს შემდეგ ეტაპზე გასვლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
შეგახსენებთ, რომ იონსენმა ეროვნული ლიგის 2023-2024 წლების სეზონში 23 გოლი გაიტანა, ხოლო 2024-2025 წლების სეზონში მის ანგარიშზე 21 გოლი გახლდათ.





