ბელგიისა და ტუნისს ეროვნულ გუნდებს შორის ამხანაგური მატჩი ევროპული ნაკრების 5:0 გამარჯვებით დასრულდა.
ბელგიის თავდამსხმელმა ლენდრო ტროსარმა პირველი გოლი 28-ე წუთზე გაიტანა. მეორე ტაიმში, 53-ე წუთზე, შარლ დე კეტელარემ ევროპული ნაკრების უპირატესობა გაზარდა. 62-ე წუთზე ტუნისის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ისმაელ გარბიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. 65-ე წუთზე კევინ დე ბრუინმაც გაიტანა. დოდი ლუკებაკიომ და ნიკოლას რასკინმა მატჩის ბოლოს გამოიჩინეს თავი რითაც საბოლოო ანგარიში 5:0 დააფიქსირეს.
ბელგიისა და ტუნისის ეროვნული ნაკრებები 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება, იასპარეზებენ. შეჯიბრი 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისამდე გაიმართება.
ტუნისი F ჯგუფში იაპონიასთან, შვედეთთან და ნიდერლანდებთან ითამაშებს. ბელგია G ჯგუფში ეგვიპტესთან, ირანთან და ახალ ზელანდიასთან..







