ირაოლასთვის მთავარია გუნდში ყველა კომფორტულად გრძნობდეს თავს.
„როგორც მენეჯერს, ბევრი პასუხისმგებლობა მაკისრია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ჩვენ აქ ვართ ფეხბურთელების დასახმარებლად. ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ კოლექტიური პლატფორმა, რათა ყველამ შეძლოს თავისი სამუშაოს სწორად შესრულება, შევძლოთ თითოეული მოთამაშისთვის ოპტიმალური როლების პოვნა. მოთამაშეებმა უნდა გაიგონ, რომ ისინი ჩვენთან ერთად ინდივიდუალურად გაუმჯობესდებიან და შეგვიძლია შევქმნათ ატმოსფერო, სადაც ყველა სიამოვნებას მიიღებს მუშაობისგან.
თუ ყველა ბედნიერია, თუ გუნდში კარგი ატმოსფეროა, ეს ქულებს მოიტანს. ამაში ეჭვი არ მეპარება. როგორც მენეჯერს, ყველას ვერ გავახარებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ატმოსფერო, სადაც ყველა თავს კომფორტულად იგრძნობს“, - ციტირებს ირაოლას სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
„ლივერპულმა“ ანდონი ირაოლას მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ 4 ივნისს გამოაცხადა. 43 წლის სპეციალისტის ბოლო კლუბი „ბორნმუთი“ იყო, რომელიც მან გასული სეზონის ბოლოს დატოვა.





