მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ გაამხილა, თუ ვინ იყო მისი კარიერის განმავლობაში ყველაზე რთული მოწინააღმდეგე.
„სამი ან ოთხი წლის წინათ, მსიამოვნებდა ვან დეიკთან კონკურენცია, რადგან ის მაშინ თავის პოზიციაზე საუკეთესო მოთამაშე გახლდათ. ის ნამდვილი მხეცი იყო“, - ციტირებს AS მბაპეს სიტყვებს.
ცენტრალური მცველი ვირჯილ ვან დეიკი „ლივერპულის“ რიგებში 2018 წლის იანვრიდან თამაშობს. ამ პერიოდში 34 წლის ფეხბურთელმა ყველა შეჯიბრში 374 მატჩი ჩაატარა, 36 ბურთი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.







