ცნობილმა ქართველმა სპეციალსტმა, 46 წლის ლევან კორღალიძემ, რომელიც გორის „დილაში“ წლეულს მაისიდან მუშაობდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კლუბის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
„გუნდის ხელმძღვანელობამ მას ყველანაირი მხარდაჭერა შესთავაზა და დარჩენა სთხოვა, თუმცა ამ ეტაპზე ლევანმა საბოლოოდ წასვლა გადაწყვიტა.
მადლობას ვუხდით ლევან კორღალიძეს კლუბისთვის გაწეული სამსახურისთვის და მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ,“ - წერია „დილას“ ოფიციალური ფეისბუქის გვერდზე.





