საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ნაკრების თავდამსხმელ მაიკლ ოლისეს „ბაიერნიდან“ მადრიდის „რეალში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უპასუხა.
„მან შესანიშნავად იცის, სურს თუ არა „ბაიერნში“ დარჩენა და გარემოს შეცვლა. არ არსებობს სწორი ან არასწორი არჩევანი. ცხადია, მე რომ კომპანი ან „ბაიერნის“ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, მისი „ბაიერნში“ დარჩენა ძალიან, ძალიან მომინდებოდა. წარმომიდგენია, რომ მას სხვა კლუბებისგანაც შეეძლო შეთავაზებების მიღება. არ ვნერვიულობ ამაზე, ვიცი გაიმეორებს იმას, რასაც„ბაიერნში“ ან საფრანგეთის ნაკრებში და სხვა კლუბებში აკეთებდა“, - ციტირებს დეშამის სიტყვებს Marca.
მანამდე „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა უსახელო ფეხბურთელისთვის 150 მილიონი ევროს ოდენობის ტრანსფერის შესახებ განაცხადა. მოგვიანებით AS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქმე ოლისეს ეხებოდა, მიუხედავად იმისა, რომ „რეალის“ თავკაცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ფრანგი არ იყო.







