ფეხბურთი

23:52 | 6.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

იაია ტურე „სლოვანის“ მთავარი მწვრთნელი გახდება

„ბარსელონასა“ და „მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა კოტდივუარელმა ფეხბურთელმა იაია ტურემ ბრატისლავის „სლოვანის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

ეს ტურეს პირველი გამოცდილება იქნება მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. დარენ ო’დეა, რომელიც ადრე „სელტიკსა“ და „სუონსი სიტიში“ მუშაობდა, სავარაუდოდ, მისი ასისტენტი გახდება.

ტურე ადრე დონეცკის „ოლიმპიკისა“ და გროზნოს „ახმატის“ მწვრთნელის თანაშემწე გახლდათ, შემდეგ „ტოტენჰემ ჰოთსფურის“ აკადემიაში ირჯებოდა. ბოლოს კი ლიეჟის „სტანდარდსა“ და საუდის არაბეთის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა ასევე მწვრთნელის ასისტენტად.

„სლოვანმა“ 2025/2026 წლების სეზონში გურამ კაშიასთან ერთად სლოვაკეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო. ხოლო მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების დამრიგებელი გახდა.

გუნდი 27-გზის ეროვნული ჩემპიონია, მათ შორის ჩეხოსლოვაკიის ეპოქის ტიტულებიცაა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.18121