პორტუგალიასა და ჩილეს შორის ამხანაგური მატჩი მასპინძელთა გამარჯვებუით 2:1 დასრულდა.
პორტუგალიის თავდამსხმელმა გონსალო გედეშმა პირველი გოლი 58-ე წუთზე გაიტანა. მასპინძელი გუნდის ნახევარმცველმა ბრუნუ ფერნანდეშმა თავისი გუნდის უპირატესობა 75-ე წუთზე გააორმაგა. 90+2 წუთზე ჩილელმა შემტევმა ლუკას სეპედამ ერთი გოლი გაქვითა და საბოლოო ანგარიში 1:2 დააფიქსირა,
45+2 წუთზე გუნდები კაცნაკლულნი დარჩნენ. პორტუგალიის თავდამსხმელი რაფაელ ლეაო და ჩილელი მცველი ივან რომანი მოედნიდან გააძევეს შეჯახების შემდეგ დაწყებული ჩხუბის გამო. ლეაომ მეტოქეს კისერში ხელი მოჰკიდა და სახეში მუშტი ჩაარტყა. მასპინძელი გუნდის თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, მატჩი დაიწყო და პირველი ტაიმი უგოლოდ ჩაატარა.
პორტუგალია 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კამპანიას K ჯგუფში დაიწყებს, სადაც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, უზბეკეთსა და კოლუმბიას დაუპირისპირდება. პორტუგალია F ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, ირლანდიის, უნგრეთისა და სომხეთის ეროვნული გუნდების წინ.
ჩილემ სამხრეთ ამერიკის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 10-გუნდიან ჯგუფში მე-10 ადგილი დაიკავა და მუნდიალის ფინალურ ტურნირზე ვერ მოხვდა.







