ფეხბურთი

11:03 | 7.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

საბა ხარებაშვილი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს შეუერთდება

ეროვნული ნაკრების და ახალგაზრდულის წევრი, საბა ხარებაშვილი, რომელმაც ივნისის შეკრება ეროვნულ გუნდთან ერთად გაიარა და ბაჰრეინთან მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, 19-წლამდე ნაკრებს 9 ივნისს, ისლანდიასთან გასამართ პრინციპულ მატჩში დაეხმარება.

ზურაბ ხიზანიშვილის გუნდმა, შესარჩევი ციკლის პირველი მატჩი მონტენეგროს წინააღმდეგ ფრედ - 1:1 ითამაშა. ხოლო სტუმარი გუნდების ერთმანეთში გასამართი შეხვედრა დღეს, 19:00 საათზე, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შედგება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.09756