რაგბი

12:15 | 7.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

7-ქალა მაკარსკაში მეხუთე ადგილისთვის ითამაშებს

საქართველოს 7-ქალა 2026 წლის რაგბი ევროპის ალაფას (მაკარსკა, ხორვატია) პირველ ეტაპზე მეხუთე ადგილისთვის აგრძელებს ბრძოლას.

ჯგუფურ ეტაპზე სამი მოგების შემდეგ, მათ მეოთხედფინალური შეხვედრა დათმეს და მოწინავე ოთხეულს მიღმა დარჩნენ.

ჯგუფურ ეტაპზე სამი მოგების შემდეგ, გოგონებმა 1/4-ფინალური თამაში მოლდოვასთან დათმეს. პირველ დღეს მონტენეგროს 34:5 და მოლდოვას 22:7 დამარცხების შემდეგ, გიორგი მაისურაძის შეგირდებმა ჯგუფური ეტაპის მესამე შეხვედრაც მოიგეს - რუმინეთი 36:21 დაამარცხეს და თასის მეოთხედფინალში გავიდნენ, მაგრამ მოლდოველებთან მეორე გამარჯვება ვეღარ მოიპოვეს -5:14.

შედეგად, მე-5 ადგილის ნახევარფინალში გადაინაცვლეს და დღეს, ჩვენი დროით 13:22 საათზე შვეიცარიას შეერკინებიან.

საქართველოს 7-ქალა რაგბი ევროპის ალაფას პირველ ეტაპზე მაკარსკაში (ხორვატია)

ნათია გავაშელიშვილი, სალომე მაკასარაშვილი, ნინო წიკლაური, ლიკა ხუფენია, ანა დათიაშვილი, ანა კაპანაძე, ანა ხაბულიანი, სალომე ჩხაიძე, თეონა ჩიტაიშვილი, მანონი საღარაძე, ნინო მელუა, თამარ მანაგაძე, მარიამ ბერანძე.

მთავარი მწვრთნელი: გიორგი მაისურაძე

RUGBY.GE

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089427