ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში ბოლო ამხანაგური თამაში ჩაატარა და ეგვიპტის ნაკრები 2:1 დაამარცხა.
კარლო ანჩელოტის გუნდი მეშვიდე წუთზე ბრუნო გიმარაეშის გოლით დაწინაურდა, რასაც ოთხ წუთში ეგვიპტელებმა მოსტაფა ზიკოს გოლით უპასუხეს. უცნაურია, მაგრამ ბრაზილიას გოლი ზიკომ გაუტანა, რომელსაც ლეგენდარული ბრაზილიელის პატივსაცემად აქვს ეს სახელი...
მეორე ტაიმის დასაწყისში ენდრიკმა „სელესაო“ მეორედ დააწინაურა და როგორც მერე გაირკვა, გამარჯვების გოლი გაიტანა.
ბრაზილიის ნაკრებს მარჯვენა მცველი ვესლი ფრანკა დაუშავდა, რომელმაც მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა და დიდი შანსია, „რომას“ ფეხბურთელმა მუნდიალზე ვეღარ ითამაშოს.
ბრაზილიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ტურში 14 ივნისს, მაროკოს ნაკრებს შეხვდება. ეგვიპტე მუნდიალს 15 ივნისს, ბელგიასთან შეხვედრით დაიწყებს.







