ვეტერანმა არგენტინელმა ფეხბურთელმა ეზეკიელ ლავეციმ განაცხადა, რომ დღევანდელ ფეხბურთში ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელია მოსწონს.
„დღევანდელ ფეხბურთში კვარაცხელია ძალიან მომწონს. ჩემნაირი დრიბლინგი აქვს? შედარებები არ მიყვარს, მაგრამ საერთო ისაა, რომ „ნაპოლისა“ და პსჟ-ს მხრივ ერთი და იგივე გზა გვაქვს“, - აღნიშნა ლავეციმ.
შეგახსენებთ, რომ ეზეკიელ ლავეცი „ნაპოლიში“ თამაშობდა, საიდანაც „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა.





