საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა.
როგორც მან აღნიშნა, ლოგიკური და ლეგიტიმურია, რომ მუნდიალის ფავორიტებში მისი გუნდიც შედის.
„საფრანგეთი ერთ-ერთი ფავორიტი. თუმცა, სიტყვა „ფავორიტი“ ტაბუდადებული არ არის. ეს სტატუსი ლოგიკური და ლეგიტიმურია, რადგან ეს დამოკიდებულია ჩვენს აქამდე მიღწეულ შედეგებზე, ჩვენი ფეხბურთელების ხარისხზე და ფიფას რეიტინგზე, სადაც 2018 წლიდან სამეულში ვართ. ჩემი გუნდისა და ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანია არ ჩავთვალოთ, რომ ყველაფერი თავისთავად ცხადია და ფინალში აუცილებლად გავალთ. მსოფლიოს ჩემპიონატის დროს რთული მომენტები იქნება. ამბიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ყველაფერს არ გაიღებ, მაშინვე საფასურს გადაიხდი.
სხვა ფავორიტები? ესპანეთი, რომელმაც დე ლა ფუენტეს ხელში ბურთის ფლობას სისწრაფე შემატა. სიჩქარის მართვა კი რთულია. გერმანია, დიდი საფეხბურთო ერი, თავისი ფეხბურთელების ხარისხის გამო. როგორც ტუხელის ინგლისი, რომელითაც ძალიან აღფრთოვანებული ვარ. პორტუგალიაც ფავორიტია და ორი სამხრეთ ამერიკული გუნდი, არგენტინა და ბრაზილია. და რატომ არ უნდა ველოდოთ კარგ შედეგს მაროკოსგან, რომელიც მუდმივად უმჯობესდება?“, - თქვა დეშამმა.





